Wizzair-ი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს

"Wizzair-ი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს", - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრიმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, Wizzair-ი 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

"ვიზეარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასევე მარტის ბოლოდან Wizzair-ი აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.

"მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.