ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.


მისი თქმით, წევრი ქვეყნები აუცილებლად გამოვლენ სანქციების დაწესების წინადადებით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. 

რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.