ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა.
აქამდე ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური წონა 8 კგ იყო.
აქამდე ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური წონა 8 კგ იყო.
ცვლილება შეეხო ზომებსაც. მაქსიმალური ზომა თუ აქამდე 55x45x20 სმ იყო, ახლა ხელბარგის ზომა 40x30x15 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილება მხოლოდ 2024 წლის 13 თებერვლის შემდეგ შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება.
ავიაკომპანია Pegasus-ი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.