შესაძლოა, პომპეომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება

შესაძლოა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2024 წლის არჩევნებში შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პომპეომ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.

„მე ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის. ჩვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ და ვზრუნავთ ამერიკაზე. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, არ გამოვრიცხავ, 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას“, - აღნიშნა პომპეომ.