ექსკლუზივი
Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა, რომ ეუთო/ODIHR-ი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეფასების მაისისა არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს.
„ჩვენ მართლაც მივიღეთ ხელისუფლებისგან მოწვევა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ და უკვე ვგეგმავთ წინასაარჩევნო შეფასების მისიას, არაუგვიანეს მაისისა. როგორც მოგეხსენებათ, ODIHR-ი ეუთოს ქვეყნებს არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეროვნული ხელისუფლების მოწვევით სტუმრობს.
საჭიროებების შეფასების მისიის დროს ჩვენ ვესაუბრებით არჩევნებში ჩართულ ბევრ ადამიანს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით,“ განუცხადა Europetime-ს OSCE/ODIHR-ის პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა.
რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვებას, საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შემდეგ მიიღება.
„მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში.
საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია.
ცნობისთვის, დღეს 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.