გერმანიამ 65 წელს გადაცილებულებში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე მიდგომა შეცვალა

გერმანიამ 65 წელს გადაცილებულებში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე მიდგომა შეცვალა. ქვეყანა 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მანამდე, ქვეყანამ პრეპარატი დაამტკიცა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის იმ მოტივით, რომ ხანდაზმულ ადამიანებში პრეპარატის ეფეზტურობაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობდნენ. მერკელმა კი ახლა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა საკმარისი მონაცემები აჩვენა.

ცნობისთვის, ბელგიამაც განაცხადა, რომ ასევე დაამტკიცებს ვაქცინას ხანდაზმული ადამიანებისთვის. საფრანგეთი კი ანალოგიურ ზომას მიმდინარე კვირას მიმართავს.