EBRD გასცემს სესხს მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), NOMAGAS-ის (გაზის გადაცემის ლიცენზირებული ოპერატორის (TSO) სასარგებლოდ, 98,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს. სესხი გათვალისწინებულია მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს.


„პროექტი ხელს უწყობს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკის მილსადენისა ("TAP") და საბერძნეთში LNG ტერმინალებით, ასევე, იძლევა მეზობელი სერბეთისთის მიწოდების შესაძლებლობას," - აღნიშნავს EBRD.

პროექტის ჯამური ღირებულება 140 190 000.00 ევროს, ხოლო EBRD-ის მიერ გაცემული სესხის მოცულობა 98 590 000.00 ევროს შეადგენს შეადგენს.

სესხის დამტკიცება 2024 წლის 24 აპრილს იგეგმება.


შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დაინტერესებულ ქვეყნებს შორისაა. აზერბაიჯანული გაზი ევროპას ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით მიეწოდება. 2021 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის 878 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზსადენით „ლურჯი საწვავის“ კომერციული ტრანსპორტირება დაიწყო.


ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად, შაჰ-დენიზ-2-ის პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში გატანას უზრუნველყოფს. ეს მილსადენი ვრცელდება იტალიის სამხრეთით, საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით. მილსადენის პოტენციალი იძლევა მისი გადაცემის სიმძლავრის გაორმაგებას, წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე.