ევროკომისია ბრიუსელის შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს განიხილავს - POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების შესაძლებლობას იკვლევს.

წყაროს ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. როგორც Politico წერს, ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. ჯერ უცნობია, კონკრეტულად, რა ტიპის სისტემა იგულისხმება ანტისადრონო აღჭურვილობაში.


ამასთან, არასანქცირებული დრონები, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო შენობებთან ახლოს დაფრინავენ, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ.

„ევროკომისია სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის [ბელგიის] ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისიას არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღება," - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა Politico-სთან.

Berlaymont-ის შენობაში განთავსებულია კომისიის მაღალი რანგის 32 000 თანამშრომელი. ამ შენობაში ასევე ცხოვრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.