გერმანიამ კორონავირუსთან დაკავშირებული ლოკდაუნი 28 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანა ამარტივებს გარკვეულ შეზღუდვებს, რომ მეორეხარისხოვანი მაღაზიები და სხვა ბიზნესი გაიხსნას იმ ადგილზებში, სადაც ინფექციის გავრცელების დონე შედარებით დაბალია. ამის შესახებ France24 წერს.
ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელი და გუბერნატორებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დაწყებითი სკოლის ბევრი მოსწავლე გასულ კვირას საკლასო ოთახებში დაბრუნდა. ორშაბათს კი, 2-თვიანი შესვენების შემდეგ სალონები გაიხსნა.
„ეს უნდა იყოს ნაბიჯები გახსნისკენ, მაგრამ ამავდროულად ნაბიჯები, რომლებიც უკან არ დაგვაბრუნებს“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს ბერლინში.