ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6449 ლარი იყო. ევრო 2.8600 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8504 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გამყარების ტენდენციის შემდეგ, მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება.