მიშელი: საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, დარჩენილი რეფორმების შესრულება ახლა საკვანძოა

„საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია,“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა მივულოცე ბატონ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გააჩნია საქმის შემდეგ ეტაპზე, რაც დარჩენილი რეფორმების განხორციელებას გულისხმობს და ამ მომენტისთვის მთავარია,“ - აღნიშნავს შარლ მიშელი.