ესპანეთის თავდაცვის სააგენტო Civil Protections-ის ცნობით, შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების (SWISS) თვითმფრინავიდან სამშაბათს ჩამოტვირთულ ჩემოდანში რადიოაქტიური მასალის გაჟონვა დადასტურდა. ჩემოდანი გერმანიიდან ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სალამანკაში გადაჰქონდათ. წერს ესპანური გამოცემა El Nacional.
„მასალა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც კიბოს სამკურნალო პროდუქტი, შეიძლება, გაჟონვა და გარეგანი დაზიანება გამოიწვიოს,“ ნათქვამია ინფორმაციაში.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები კარანტინში იმყოფებოდნენ და მასალის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხუთი მუშა სიფრთხილის მიზნით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
გამოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.