გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავა.
გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, ხოლო მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გაყვანილი.
ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის გამკაცრდა სასჯელი და განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ამის შესახებ განცხადება, 21 თებერვალს, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.