თურქეთის ეროვნულმა გამანადგურებელმა KAAN პირველი რეისი შეასრულა, იუწყება ადგილობრივი მედია. მისივე თანახმად, ფრენა წარმატებით შესრულდა.
მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს.
ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს.
თვითმფრინავის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო.
- ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება
- ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს