თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე ბალკანეთში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება.
მისი თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში კონკრეტულ პოზიციაზეა.
„თავდაცვის, უსაფრთხოების, დიპლომატიის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში ჩვენი წარმატებები ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რათ უფრო შორს წავიდეთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
„ზოგი აკრიტიკებს ამფიბიური თავდასხმის გემს TCG Anadolu და ჩვენს ეროვნულ წარმოებას Togg-ი. ეს არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ვაწარმოეთ ATAK-1 ვერტმფრენი, ახლა გადავედით ATAK-3-ზე. თითოეული ვერსია უფრო მოწინავეა. ვიდრე წინა“, - განაცხადა აკარმა.
თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. უფრო ადრე ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში კი, 12 აპრილს შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება.
გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.