იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს

NATO-ს გენერალურმა მდივანი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.

„ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ.


NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს.