ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.
საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 დაწესებულებისკენ დაიძრა, სადაც იმყოფება ნიკა მელია.
ამ ფორმით ისინი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ მელია „უკანონო პატიმარია".