საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.
„მიმდინარე წელი ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში არნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და, მეტიც, დაჩქარდეს. როგორც აღვნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
-
ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
-
კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება
-
რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის