თურქეთის ახალი კონსტიტუცია დემოკრატიული და ლიბერალური იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს შორის, უმნიშვნელოვანესი ახალი კონსტიტუციის შეთავაზებაა.
,,მივაღწევთ დემოკრატიულ და ლიბერალურ კონსტიტუციას, რომელიც წარმართავს ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ერდოღანმა.
გასულ თვეს პრეზიდენტმა ერდოღანმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში.
თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ - ,,სამართლიანობის და განვითარების" ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული სახე მრავალი რეფორმით შეცვალა.
,,ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც სრულად შეცვალა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური სახე მრავალი რეფორმით, რომელსაც ჩვენ ჩუმად რევოლუციებს ვუწოდებთ”, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, მომავალ კვირაში ასევე გამოცხადდება ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი.