ბაიდენი ნავალნის მეუღლესა და ქალიშვილს შეხვდა

აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ცოლს, იულია ნავალნაიასა და შვილს, დაშა ნავალნაიას კალიფორნიაში შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა X-ზე დაწერა.

„დღეს იულია და დაშა ნავალნაიას შევხვდი - ალექსეი ნავალნის საყვარელ ადამიანებს - მათი დამანგრეველი დანაკარგის გამო ჩემი სამძიმრის გამოსახატად. ალექსეის გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ისევე, როგორც მთელ რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ უამრავ ადამიანში," - წერს ბაიდენი.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.