პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ილია დარჩიაშვილის ელჩად წარგზავნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არსად ვრცელდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავრობაში პერსონალური ცვლილებები“ არ იგეგმება.
„პირველ რიგში, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.
ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის - დანარჩენი, ახლა, 1-2 და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული.
არსად არ ვრცელდება ასეთი საუბარი, თქვენ ავრცელებთ ახლა ამ საუბარს. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს," - განაცხადა კობახიძემ.