საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ.“
ირაკლი კობახიძის თქმით, ის უკრაინას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს.
„ არსებული უმძიმესი მდგომაროების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია პოლიტიკური თვალსაზრით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის, გამომდინარე იმ ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის.“
ირაკლი კობახიძემ კიდეც ერთხელ გაიმეორა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციებსა და პოლიტიკურ აქტების მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული პოზიცია.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომის მალე დასრულდება და უკრაინას ვუსურვეთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ.“
კითხვას გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია და ეს უჭირთ დასავლელ პარტნიორებსაც.
„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირს საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც, ჩვენ გვქონდა. მათ შორის, ამ თემაზე საუბარი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბრიუსელში, ზოგადად, და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.