ბორელი: უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს.

ბორელის თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად.


დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის.“