ჰანს კლუგე: Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია

„Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

კლუგემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ყველა საჭირო პროცედურა შესრულებულია, თუმცა Covax პლატფორმიდან ვაქცინის მიწოდება საკმაოდ რთული პროცესია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო კვირებში ვაქცინა ყველა რეგიონს მიეწოდება.

,,ჩემი გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეასრულეს ყველა ვალდებულება. პრესაში იყო რაღაც განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანამ ნამდვილად უპასუხა ყველა ვალდებულებას.

Covax-მა ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება. გზავნილი უნდა იყოს ყველასთვის.

დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა კლუგემ.