ევროკომისიის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ამჟამად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები Sputnik-V-ის ვაქცინის პორტფელში ინტეგრირების შესახებ”, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
"მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა დამტკიცებულია ევროპულ დონეზე, ევროპის წამლების ასოციაციის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ კომისიას აქვს რაიმე ვალდებულება შეიტანოს ის ჩვენს პორტფელში", - განაცხადა ევროკომისიის მეორე მომხსენებელმა.
ცნობისთვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან რუსული ვაქცინის თანმიმდევრული გამოკვლევის პროცედურა დაიწყო, რასაც, შესაძლოა, ევროკავშირის 27 ქვეყანაში მისი გამოყენების დამტკიცება მოჰყვეს.
როგორც ევროპის წამლების ასოციაციამ (EMA) განაცხადა, Sputnik V-ის შესახებ გამოქვეყნებულ ყველა მონაცემს გაეცნობიან და დაადგენენ, არსებობს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, რაც ავტორიზაციის მოთხოვნის წინაპირობაა.
.