დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გრიბაუსტაიკე Facebook-ზე ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

,,როდესაც ოფიციალურად გავხდი ,,უფროსი", მიმიწვიეს ვაქცინაციისთვის. ვენდობი ვაქცინებს. ყოველწლიურად ვიტარებ გრიპის საწინააღმდეგო აცრას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის მორალური ვალდებულება, რათა არ გავრცელდეს დაავადება და დაიცვა სხვები. მე გეპატიჟებით, არ შეგეშინდეთ ", - წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი.