სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეხვედრა სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ რადიო Azatutyun აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეჰუნ ბაირამოვს ციტირებს. ბაირამოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეფერხდა, თუმცა ტექსტზე მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში ორმხრივი შეხვედრა იგეგმება.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში, მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად გაიმართება“, - განაცხადა თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.