შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

„მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე.


გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.

„ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს," - განაცხადა შოლცმა.


რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.


„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

დასავლეთი ნავალინს სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.