მიანმარში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში, ოთხშაბათს გამართულ აქციაზე სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაეროს შეფასებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში .

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტინ შრანერ ბურგენერის განცხადებით, მოვლენების ამსახველი საშინელი კადრები გავრცელდა.

თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ნამდვილ ტყვიებს ესროდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან.

გაეროს მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე ქვეყანაში სულ მცირე 50 ადამიანი გარდაიცვალა.