საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.
იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 14.1%-ითმსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37.3%-ითფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 24.9%-ითყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 5.8%-ითსპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 10.8%-ითმინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 16.9%-ითძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49.6%-ითოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29.5%-ითაზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 21%-ითსაქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).
რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).