რუსული წარმოების Sputnik V COVID-19 ვაქცინის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში კრიზისია. ამის შესახებ სტატიას Euronews-ი აქვეყნებს.
მედია წერს, რომ სლოვაკეთი გახდა ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანა უნგრეთის შემდეგ, რომელმაც Sputnik V ვაქცინის დოზები პრემიერ- მინისტრის, იგორ მატოვიჩის მიერ ორგანიზებული საიდუმლო გარიგების შემდეგ შეიძინა.
ამ გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან ორი საჯაროდ არ ეთანხმება.
„აშკარა იყო, რომ Sputnik V არამხოლოდ ვაქცინა, არამედ ჰიბრიდული ომის იარაღი იყო”, - განაცხადა პარტიის ,,თავისუფლება და სოლიდარობა“ სპიკერმა. პარტიამ მოითხოვა კაბინეტის ფართო ცვლილებები.
Sputnik V-ს გამო, მთავრობა ასევე გააკრიტიკა პარტიამ ,,ხალხისთვის". მისმა ხელმძღვანელმა, ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ვერონიკა რემისოვამ ამ კვირის დასაწყისში Facebook– ზე დაწერა, რომ „ხალხისთვის“ წინააღმდეგია, ვაქცინაცია სლოვაკეთში არარეგისტრირებული ვაქცინებით დაიწყოს.
,,აბსურდია, თუ როგორ მიესალმა იგორ მატოვიჩი Sputnik V-ს ვაქცინას სლოვაკეთში, მან ეს არ გააკეთა სხვა ვაქცინებთან მიმართებით. ეს ზიანს აყენებს და უგულვებელყოფს ვაქცინაციას სლოვაკეთში“, - განაცხადა რემისოვამ.