ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტის უფროსმა ხუდაიარ ჰასანლიმ თბილისში, შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონტეინერების რაოდენობის გაზრდას.


„შუა დერეფნის განვითარებისთვის ჩვენ ჯერ უნდა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურული საშუალებები. თუ ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი, დიგიტალიზაცია და სხვა გაუმჯობესებები არ დაეხმარება ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას. ჩვენ, როგორც ბაქოს პორტი, გავაფართოებთ ჩვენს საქმიანობას და გავზრდით ჩვენი შესაძლებლობებს კონტეინერების ტრანსპორტირების მიმართულებით,“ - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.


27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები. 


მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად.