დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბულგარეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაადანაშაულეს.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ექვს ბულგარელს წაუყენეს ბრალი.
ბრიტანული გამოძიების თანახმად, შუამავლის ცენტრალური როლი მოსკოვსა და ბულგარეთის მოქალაქეთა ჯგუფს შორის ფინანსური კომპანია Wirecard-ის ყოფილმა ოპერაციულმა დირექტორმა იან მარსალეკმა შეასრულა, რომელიც გერმანიის მართლმსაჯულებას ემალება. გამოძიება თვლის, რომ მარსალეკი გერმანიიდან გაფრენის შემდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ის ახლა რუსეთში იმყოფება, სადაც FSB-ის მიერ უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაცვა მიიღო.