ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნების საკითხი ოპოზიციასთან განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციური პარტია ,,ნათელი სომხეთის" ლიდერს, ედმონ მარუქიანს შეხვდა. ინფორმაციას Armenpress-ი პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც პრემიერი ფაშინიანი სხვა დეპუტატების მოსაზრებებსაც მოისმენს და კონსენსუსს მიაღწევენ.

,,პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თემაზე დისკუსიების გაგრძელების მიზეზი თქვენი განცხადებები იყო და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მივაღწევთ საერთო ენას, არამხოლოდ თქვენთან, არამედ ასევე ჩვენს კოლეგებთან ,,აყვავებული სომხეთის” ფრაქციაშიც, რადგან თუ საბოლოოდ, საპარლამენტო ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, მაშინ შეგვიძლია, განვიხილოთ ეს საკითხი გადასაწყვეტად.

თავიდანვე ეს იყო ჩვენი მოსაზრება, რომ საბოლოოდ, ეს პოლიტიკური თავი უნდა დასრულდეს ხალხის ნების გამოხატვით და დღეს მოხარული ვიქნები, მოვისმინო თქვენი მოსაზრებები, როგორ უნდა განვვითარდეთ “, - თქვა პრემიერ-მინისტრმა მარუქიანთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.