საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, უკრაინაში თეორიული გაგზავნის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით იყო შემოთავაზებული ემანუელ მაკრონის მიერ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პარლამენტში საუბრისას განმარტა, რომ პარიზმა „უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.“
„მათ უნდა დააკმაყოფილონ ძალიან კონკრეტული საჭიროებები, ვგულისხმობ, კერძოდ, ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, იარაღის წარმოებას ადგილობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი ქმედება შეიძლება, მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების ხაზის გადაკვეთის გარეშე," - განაცხადა მინისტრმა.
ბევრი ევროპელი კოლეგა საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას. ასეთი განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვედეთსა და უნგრეთში. იმავდროულად, კრემლმა რუსეთსა და ნატოს შორის ომი "გარდაუვალი" უწოდა, თუ დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ თავიანთი ჯარების გაგზავნას უკრაინაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.