რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
მანამდე ნავალნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვერ პოულობდნენ გამოსამშვიდობებელი პანაშვიდისთვის ადგილს, სარიტუალო სააგენტოების მიერ სივრცის გამოყოფაზე უარის გამო.
რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.