NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისთვის, ორივე ქვეყანამ NATO-ს სტანდარტები უნდა დააკამყოფილონ და ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ რეფორმებზე. ამის შესახებ მან ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავარი აქცენტები უკრაინამ და საქართველომ კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე უნდა გააკეთონ.
„ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს NATO-ს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.