ბორის ჯონსონი მიანმარში განვითარებულ მოვლენებზე: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო რეპრესიები

მიანმარში განვითარებულ მოვლენებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

როგორც მიკრობლოგ ,,Twitter"-ში ჯონსონის წერს, იგი შეძრწუნებულია დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლი შეწყდეს სამხედრო რეპრესიები.

„შეძრწუნებული ვარ მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით. ჩვენ მიანმარელი ხალხის გვერდით ვდგავართ და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო რეპრესიები, გაათავისუფლონ აუნ სან სუ ჩი და სხვები და აღდგეს დემოკრატია“, - წერს ჯონსონი.

ცნობისთვის, მიანმარში, ოთხშაბათს გამართულ აქციაზე სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.

გაეროს შეფასებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში.

უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ნამდვილ ტყვიებს ესროდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან.