გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია.
ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ალექსეი ნავალნის და მეზობელ ქვეყანას გაუკეთა.
„პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია,“ - განაცხადა იულია ნავალნაიამ.
დღეს, ევროპარლამენტში ნავალნის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციის პროექტზე დებატები დაიწყო. პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს მკვლელობას.
ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ.