ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთავარ პოლიტიკურ თემებეზე, covid 19- ვაქცინაზე წვდომის საკითხზე და საქართველოს რეფორმებზე ისაუბრებს.
როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა და მან ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოები დადებითად შეაფასა.
,,მნიშვნელოვანი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან. განვიხილე მთავარი პოლიტიკური თემები, კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხი და საქართველოს რეფორმები. მან ასოცირების დღის წესრიგით ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს დადებითი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ დამიდასტურა საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.