რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა პირველ მოსმენით დაუჭირეს მხარი კანონპროექტი, რომელიც ადგენს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური.
დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგ წავიდა.
ე.წ. დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მეორე მოსმენით განხილვისას.