იტალიის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში გადაზიდვა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება AstraZeneca- ს 250 000 დოზას ეხება.
აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯს მხარს ევროკომისიაც უჭერს.
ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კომპანიამ ევროკავშირს შეკვეთილი ვაქცინების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა.
ევროკავშირის ვაქცინების სქემის თანახმად, რომელიც გასული წლის ივნისში შეიქმნა, ბლოკმა მოლაპარაკება აწარმოა ვაქცინების შეძენაზე წევრი ქვეყნების სახელით.
იანვარში, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მიუღებლად შეაფასა, როგორც AstraZeneca– ს, ასევე Pfizer– ის მიერ ვაქცინის მომარაგების შეფერხება და კომპანიები კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.