საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი

„საქართველოს არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა, რომ ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

“[საქართველოს] არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, ვინაიდან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას - საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს…


30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს [საქართველოსთვის] - არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად, პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.