ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს და არასდროს დაუშვებს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელი რუქიდან გააქროს.
როგორც ,,foxnews"-თვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერმა განაცხადა, მას იმედი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს დაეხმარება, რადგან ჯო ბაიდენი ბაიდენი ისრაელის მეგობარია.
„მე და ბაიდენი ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, თბილი ურთიერთობები გვაქვს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენი ისრაელის მეგობარია და მზად არის, დაგვეხმაროს. ასევე ვიცი, რომ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება ჰქონდეთ. მთავარია, რომ ჯო ბაიდენს ესმის, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.