უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
„სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის.
ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.