ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის შესახებ შტატების თავდაცვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს
,,ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე თავდაცვის მინისტრის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს
ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც ემყარება საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს. მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს ტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისა და ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის
მინისტრმა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.