სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას დნესტრისპირეთში მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა რეგიონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.
„ევროპაში რუსეთის მზარდი აგრესიული როლის გათვალისწინებით, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის ქმედებებს დნესტრისპირეთში და ვითარებას - ზოგადად,“ - აღნიშნა მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„კვლავ მოვუწოდებთ კიშინიოვსა და ტირასპოლს, ერთობლივად მოძებნონ ორივე მხარეს არსებული პრობლემების გადაწყვეტა,“ - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა, „ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად.“
დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.