თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 9 სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობია.