ერევანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

სომხურმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ახალი დარღვევა დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა.


„დარღვევის შესახებ ინფორმაცია 26 თებერვალს მიიღეს და დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, როდესაც დეპუტატის შეკითხვას უპასუხა.


მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა დარღვევებზეა საუბარი და განაცხადა, რომ სომხეთი „არ შეიძლება, ტოლერანტული იყოს იმ გადაცემების მიმართ, რომელთა შინაარსმა შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სახელმწიფოსა და ხალხის ღირსება.“