საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს თანაგრნობას უცხადებს.
,,უაღრესად სამწუხარო ფაქტია, დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვდგავართ", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა, დაშავდა 4.